გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ მაისაია: გაბუნიას ტექსტი რუსული სპეცსამსახურების მიერაა მომზადებული

10-07-2019

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაიასია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას 
განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ ჰიბრიდული ომის საინფორმაციო ბრძოლის ერთ–ერთი რუსული ტექნოლოგია გამოიყენება. მისი მტკიცებით, გაბუნიას ტექსტი რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული და მისი მიზანი იყო, რომ რუსეთს მისცემოდა საშუალება გაეგრძელებინა 2008 წლის ავანტიურა. როგორც ექსპერტი ამბობს, ამავე დროს ეს პასაჟი პუტინმა გამოიყენა პირადი რეიტინგის გასაუმჯობესებლად.


"რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინა აგებულია ე.წ გერმისოვის თეორიაზე, რომელიც ეყრდნობა ჰიბრიდული ომის კონცეფციას. "რუსთავი 2-ის" ე.წ ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადება, მისი ვორდინგი რომ შევაფასოთ, ძალიან კარგად წარმოჩნდება, რომ ის ტერმინები, რომელიც მან გამოიყენა რუსულ ორიგინალში, ძალიან კარგად ფლობენ რუსეთის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები და სპეცსამსახურები. ბუნებრივია, გაბუნია ამ სიტყვებს თავისით ვერ მოიძიებდა. ეს კარგად მომზადებული ტექსტი იყო, წინასწარ შეთანხმებული. ეს დასტურდება იმითაც, რომ როგორც კი გაჟღერდა ეს პროვოკაცია, რუსეთი გადავიდა ეგრევე პროვოკაციაზე. პუტინის მისამართით უცენზურო გამონათქვამები არაერთხელ და არანაკლებ გავლენიანი პირებისგანაც გაჟღერებულა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა მხოლოდ ამ განცხადბას. მან გამოიყენა ცნობილი ტექნოლოგია - კეთილი მეფის მანტია მოისხა და თან დაგვემუქრა ყველა კუთხიდან გამომდინარე", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930