გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში, სავარაუდოდ, არასწრულწლოვნებმა „მეგატექნიკის“ მაღაზია გაქურდეს

16-02-2018

თბილისში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა „მეგატექნიკის“ მაღაზია გაქურდეს. 
ზარალი დაახლოებით 20 ათასი ლარია. 
ეს აღნიშნული მაღაზიის გაქურდვის პირველი ფაქტი არაა.
როგორც „მეგატექნიკის“ მაღაზიათა ქსელის მენეჯერი, თევდორე თავხელიძე აცხადებს, შემთხვევა ერთი თვის წინაც მოხდა, როდესაც ზარალმა 5 ათას ლარამდე შეადგინა.
„ბავშვები მაღაზიაში შემოდიან კარების მეშვეობით. სპეციალური რკინა აქვთ, რომლის მეშვეობითაც კარებს ღუნავენ, ეს კარები ხტება და იღება შემდეგ თავისით, მარტივად. შემოდიან 20-30 წამში იღებენ მობილურებს და გარბიან ეგრევე.
ზარალი პირველ შემთხვევში, 11 იანვარს, რაც მოხდა, იყო სამი მობილური და 5 ათას ლარამდე. მეორე შემთხვევაში უკვე იყო 26 მობილური და ერთი პლანშეტი, რომელიც დაახლოებით 20 ათასი ლარია“- განაცხადა მენეჯერმა.
გამოძიება ქურდობის მუხლითაა დაწყებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930