გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძემ ევროკავშირისგან საქართველოსთვის სპეციალური ფინანსური მექანიზმის შექმნა მოითხოვა

11-07-2019

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირისგან საქართველოსთვის სპეციალური ფინანსური მექანიზმის შექმნა მოითხოვა. როგორც მამუკა ბახტაძემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან დარგობრივ ინტეგრაციაზე და ამ კონტექსტში ისაუბრა "ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე". პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა იმ მთავარ გამოწვევებს, რომწლთა წინაშე საქართველო იმყოფება.

"ხშირად ვამბობ, რომ საქართველოს ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა გააჩნია ოკუპაციისა და სიღარიბის სახით. ეს იქცა ჩემს თეზად და საფუძვლად დაედო ყველა იმ რეფორმასა და ინიციატივას, რომელსაც ქვეყანაში ნერგავს ჩემი მთავრობა.

საქართველოს ცხადად ესმის, რომ ევროკავშირთან პარტნიორობა ეფუძნება თავად პარტნიორების შესაძლებლობებსა და ნება-სურვილს. გარწმუნებთ, რომ ორივე გაგვაჩნია. გვსურს და შეგვიძლია დარგობრივი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით ყველამ უნდა ვიმუშაოთ. თუმცა, ამ გზაზე ჩვენ თქვენი მხარდაჭერა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომა გვჭირდება, რათა საკმარისი პირობები შეიქმნას ჩვენს ქვეყანაზე და ქართულ საზოგადოებაზე ტრანსფორმაციული ეფექტის მქონე რეფორმების განსახორციელებლად",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930