11-07-2019
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ როდესაც მადლობას გამოვხატავთ, იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ევროპამ მიიღო ჩვენს დაახლოებასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის გზავნილია, რომ ისინი ასევე ელიან ევროპისკენ მეტ მხარდაჭერას, მეტ ჩართულობას, როდესაც საქმე ოკუპაციის პრობლემას ეხება.
,,ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ხელახალი დადასტურება მისასალმებელი და აუცილებელი.თუმცა, ეს არ არის საკმარისი, როგორც ახალგაზრდა დემონსტრანტების პროტესტმა ნათლად დაგვანახა. გადაუჭრელი კონფლიქტები ხანგრძლივ არასტაბილურობას სთესს. საქართველო არის მშვიდობიანი ქვეყანა, რომელსაც არასდროს მისი ისტორიის მანძილზე უცხო ქვეყანაში არ შეჭრილა.
ქართველები მილიონობით რუსი ტურისტების მასპინძლობას, ტრადიციული სტუმართმოყვარეობით, ტოლერანტობით და სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფით განაგრძობენ, მიუხედავად 2008 წლის ომისა. ჩვენი შეუდრეკელი არჩევანი ოკუპაციის საკითხის მშვიდობიანად დიპლომატიურ გადაწყვეტაზე გადის, როგორც ჩვენი სამშვიდობო გეგმით არის გათვალისწინებული „ნაბიჯები უკეთესი მომავლისთვის.“