გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის თავჯდომარე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

11-07-2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა“ იღებს მონაწილეობას, უმრავლესობის წევრებთან - თამარ ხულორდავასთან და ნინო გოგუაძესთან ერთად, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ტომას პეტრშიჩეკს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო რეფორმას. მხარეების შეფასებით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება პოლიტიკური დიალოგისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება განიხილეს. ტომაშ პეტრიშჩეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მისივე თქმით, ჩეხეთი გააგრძელებს საქართველოს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930