გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ამ სპეციალური აღჭურვილობის დამიზნებით გამოყენება არის შეუძლებელი- პანკისის მსგავს კონტექსტში საუბარი არ ყოფილა

12-07-2019

გიორგი გახარიამ რეზინის ტყვიების შესახებ დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებით, არანაირ ამ რეზინის ტყვიების დამიზნება ტექნიკურად შეუძლებელია. მისი განცხადებით არანაირ კონტექსტში პანკისის შემთხვევა არ ყოფილა ნახსენები.

„ ეს სპეციალური საშუალებების აღჭურვილობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აქვს ყოველთვის, სადაც არ უნდა იყოს, მათ შორის პანკისშიც ჰქონდა. მაგრამ რაიმე კავშირი - იქ იყო გამოყენებული და აქ არ იყო გამოყენებული, ამაში არ არის. პანკისის შემთხვევა არის განსაკუთრებული შემთხვევა და არანაირი ტოლობის ნიშნის დასმა ამ ორ ღონისძიებას შორის არ შეიძლება.

როდესაც ტარდება ღონისძიება აქციის შეწყვეტის მიმართულებით, რომელშიც მონაწილეობს 15 000 ადამიანი, რა თქმა უნდა ყველანაირი საერთაშორისო პრაქტიკით და გამოცდილებით, მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები არის შესაძლებელი, შეუძლებელია ამის გარეშე. თუმცა, ეს არანაირი გამართლება არ არის. ახლა რომ მკურნალობენ, ესეც ჩემი ვალდებულება სწორედ... რაშია განსხვავება მაშინ როდესაც მე ვსაუბრობდი 2 კვირის უკან და ვსაუბრობ დღეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ეს ვალდებულება და თითოეულ ამ ადამიანს, მათ შორის ამ ოჯახსაც მივყვებით ბოლომდე. უბრალოდ მესმის რა მათი ემოციების და მესმის თქვენი ემოციების, უნდა გიპასუხოთ, რომ უბრალოდ ამ სპეციალური აღჭურვილობის დამიზნებით გამოყენება არის შეუძლებელი.

ამ ტყვიებთან დაკავშირებით პანკისის შემთხვევაზე, მსგავს კონტექსტში საუბარი არ ყოფილა. არანაირი კავშირი ამასთან არ არის.

პოლიტიკური ფასი იმის რაც მოხდა „ქართულმა ოცნებამ“ გაიღო საკმაოდ დიდი - პროპორციული არჩევნები და პარლამენტის თავმჯდომარე. მარტივი თემაა. პროპორციული არჩევნები არის ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მიზანი. ჩვენ ხომ ვხვდებით, რომ პროპორციული არჩევნები არის ის სისტემური ცვლილება, რომელმაც ხარისხობრივად უნდა შეცვალოს ქართული დემოკრატია.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930