გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა ასობით პოლიციელი, რომლებმაც შეასრულეს თავისი პირდაპირი მოვალეობა და დაიცვეს სახელმწიფო ძალადობისგან და ინსტიტუციონალური ჩამოშლისგან

12-07-2019

"tv პირველის" ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღინისძიების დროს დაფიქსირებულ ცალკეულ გადაცდომებს პროკურატურა იძიებს.

,,ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა ასობით პოლიციელი, რომლებმაც შეასრულეს ფუნქცია, თავისი პირდაპირი მოვალეობა და დაიცვეს სახელმწიფო ძალადობისგან და ინსტიტუციონალური ჩამოშლისგან. ჩვენი სტანდარტი იქნება, რომ ეს არის მიღწევა, შედეგი, ეს არის ჩვენი მოვალეობა და ვალდებულება და არა გაქცევა. მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ - ამ ღონისძიების დროს ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან იყო ლეგიტიმური და პროპორციული. იყო გარკვეული შემთხვევები და კონკრეტული შემთხვევები ძალის გადამეტების, რომელსაც, მინდა გაგახსენოთ, რომ იძიებს გენერალური პროკურატურა, რომელიც არის დამოუკიდებელი და რომელზეც გიორგი გახარიას- შინაგან საქმეთა მინისტრს არანაირი ზეგავლენა არ აქვს. ‘’- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია მისი ბრძანების შესაბამისად მოქმედებდა. ,,პირველივე დღიდან ამას ვამბობდი. მე რა თქმა უნდა გავეცი ეს ბრძანება და გავეცი კონსტიტუციის, კანონის და ინსტრუქციის შესაბამისად. პოლიციას, მაშინ როდესაც ის იძულებული გახდებოდა, გამოეყენებინა ყველა შესაბამისი სპეციალური საშუალება. “

გიორგი გახარია წამყვანის რეპლიკასაც გამოეხმაურა საკითხისადმი ემოციური დამოკიდებულები შესახებ. ,,უფლება გაქვთ კი არა, ვალდებული ხართ იყოთ მსგავსად ემოციური. ასევე მინდა გითხრათ, როდესაც ერთ თვალზე ხელს აიფარებთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენ გვყავს პოლიციელი, რომელმაც თავდასხმის შედეგად 95% მხედველობა დაკარგა და ეს ადამიანიც რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს,“- განაცხადა მინისტრმა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031