გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ეს იყო ძალისმიერად პარლამენტში შტურმის საშუალებით ორგანიზებული ჯგუფების მიერ შეჭრა

12-07-2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ რამდენიმე გაფრთხილება იყო გაკეთებული. გარდა ამისა, გიორგი გახარიას თქმით, გამთენიისას ქალაქში გადაადგილდებოდნენ ჯგუფები, რომლებიც არბევდნენ ქუჩებს და საფრთხეს უქმნიდნენ მოსახლეობას რისი აღკვეთის პირადაპირი ვალდებულებაც ჰქონდა პოლიციას.

„ეს იყო ძალისმიერად პარლამენტში შტურმის საშუალებით ორგანიზებული ჯგუფების მიერ შეჭრა. რა მიზნით იყო შეჭრა პარლამენტში და ექნებოდა თუ არა ამას პოლიტიკური შედეგები და გამოსავლები, ამაზე გამოძიებამ უნდა იმსჯელოს. ახლა რაც შეეხება აქციის შეწყვეტის მცდელობას და პროცესს - ეს პროცესი დაიწყო სადღაც 12 საათის შემდეგ და სამწუხაროდ, რაღაც მომენტში პოლიცია გახდა იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. თუმცა, ერთი რამე გაითვალისწინეთ, მიუხედავად რამდენიმე გაფრთხილებისა, ასევე აუცილებლობა გაჩნდა წყლის ჭავლის გამოყენების. შემდგომ რამდენიმე ჯგუფი უბრალოდ გაიშალა ქალაქში - ეს იყო რუსთაველის გამზირი, ეს იყო გმირთა მოედანი და მელიქიშვილი. მე არ ვამბობ ყველაზე, გამთენიამდე ეს ხალხი, დაახლოებით 300-400 ადამიანი, რომლებთანაც პირდაპირ კომუნიკაციაში იყო მათ შორის ნიკანორ მელიაც, დილის 5-დან 6 საათამდე გმირთა მოედანზე. ეს იყო ყველაზე მძიმე წუთები, როდესაც ახალ გაღვიძებულ ქალაქს, მოქალაქეებს პირდაპირ ფიზიკურ რისკს უქმნიდნენ, არბევდნენ და ეს იყო ჩვეულებრივი შეტევები როგორც მოქალაქეზე, ასევე მათ ქონებაზე და ასევე პოლიციაზე და ეს კადრები მთელმა ქვეყანამ იხილა. რაღაც მომენტში გახდა აუცილებელი ამ ჯგუფების ლოკალიზება. რატომ იცით? 7 საათზე, 8 საათზე ქალაქი, რომ გაიღვიძებდა, ქალაქში იქნებოდა რამდენიმე ჯგუფი სხვადასხვა მოტივით, ახალგაზრდები, რომლებიც უბრალოდ მელიქიშვილის ქუჩაზე მიდიოდნენ და არბევდნენ ქუჩას და ეს კადრებიც არსებობს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რა უნდა ექნა პოლიციას ამ მომენტში, არ უნდა ემოქმედა და არ უნდა დაეცვა მოქალაქეების უფლებები და მართლწესრიგი არ უნდა აღედგინა?! ერთი შეკითხვა მაქვს - როდესაც 10 საათზე აქცია გახდა ძალადობრივი, მხოლოდ სადღაც ორსაათნახევრის შემდეგ, პოლიციამ დაიწყო მოქმედება. როგორ ფიქრობთ, კანონდამცველი მოქალაქის ვალდებულება რა იყო? აქციაზე დარჩენა? მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქალაქის მერი რამდენიმეჯერ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გთხოვთ დატოვოს აქცია. ეს გაფრთხილება იყო 4-ჯერ. ყველგან მედიაში. მე გამოვედი რამდენიმეჯერ, რომელსაც არ ვთვლი. ჟურნალისტებთან დავდექი და ვთხოვე მოქალაქეებს.
ქვეყანაში, როგორც ფაქტი, გვქონდა სისტემური ძალის, ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტში შეჭრის მცდელობა. მცდელობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ ამ მცდელობას პარლამენტში შეჭრის ჰქონდა პოლიტიკური მიზანი.: - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930