12-07-2019
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, მას 20 ივნისის ღამეს პირდაპირი კომუნიკაცია მხოლოდ გერმანიის ელჩთან ჰქონდა, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტში იყვნენ.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მას მხოლოდ გერმანიის ელჩთან ჰქონდა პირდაპირი კომუნიკაცია, ხოლო სხვებთან არა.
„ეს არ არის თემა, რომელიც შეიძლება მსჯელობის საგნად იქცეს, მაგრამ რადგან გახარიამ თქვა, ესეიგი საჭიროდ ჩათვალა. მე 20 ივნისის ღამეს პარლამენტის პირველ სართულზე ვიყავი, ისინი მესამეზე და ჩემი ოთახიდან ძალიან კარად ჩანდა ყველაფერი. ელჩებთან პირდაპირი კონტაქტი არ მქონია, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქ იყვნენ. მხოლოდ გერმანიის ელჩი ვნახე და პირისპირაც გავესაუბრე“, - განაცხადა ვოლსკიმ.