გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კარლო კოპალიანი: ინგა გრიგოლიას ჟურნალისტობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება!

12-07-2019

„ეს ჟურნალისტიკა არ არის და ინგა გრიგოლიას ჟურნალისტობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება!!!“-ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა გააკეთა.

„მინისტრ გახარიასთან ეთერის დროს 26 მაისის და მერაბიშვილის შედარება, 20 ივნისსა და გახარიასთან უზნეობაა სულ მცირე!!!

ეს შეურაცყოფაა იმ ადამიანების ვინც იქ ვიდექით და უშუალო მონაწილე ვიყავით 26 მაისის ფაშისტური ანგარიშსწორების საკუთარი ხალხის მიმართ, ვინც აბსოლიტური მშვიდობიანი ფორმით გამოვხატავდით პროტესტს!

ალყაში მოგვაქციეს, გადაგვიარეს,ხალხი დახოცეს, 1500 კაცი დააპატიმრეს და ხელბორკილებიან ხალხს უმოწყალოდ გაუსწორდნენ!!!!

გახარიამ პარლამენტზე განხორციელებული შტურმი აღკვეთა, სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა, სამოქალაქო სისხლისღვრა არ დაუშვა, ქვეყანა ქაოსს და დიდ უბედურებას გადაარჩინა!!!!

გრიგოლიას ვეკითხები პარალელის შემთხვევაში იქნებ გვიპასუხოს ჩვენ,რომ 26 მაისს პარლამენტზე რაიმე სახის ძალადობა გამოგვეჩინა და შიგნით შესვლა მოგვეწადინებინა, რა მოხდებოდა????!!! ვინმე ცოცხალი გადავრჩებოდით????

ამიტომ დიდი უზნეობაა და 26 მაისის გამართლებაა ასეთი პარალელის გავლება!!!“-აცხადებს დეპუტატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930