15-07-2019
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ესკორტი ზაპოროჟიეს ოლქში ავტობუსს დაეჯახა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავტობუსს ბავშვები გადაჰყავდა, რომლებიც კურორტიდან ბრუნდებოდნენ.
უკრაინული გამოცემა „სტრანას“ ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავარიის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის დედაქალაქში თვითმფრინავით გაემგზავრა.
წინასწარი ინფორმაციით, საგზაო ინციდენტის მიზეზი ავტოკოლონის მიერ მსუბუქი ავტომობილის გასწრება გახდება.