გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ბაქრაძე: სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არის საფრთხის შემცველი და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის

18-07-2019

მე მიმაჩნია, რომ სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არის საფრთხის შემცველი და 
ცუდი ქართული დემოკრატიისთვის,- ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

,,მე მიმაჩნია რომ სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არის საფრთხის შემცველი და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის,მაგრამ როგორც პასუხისმგებლიანი და პროდასავლუტი ოპოზიცია, ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ ამ გადაწყვეტილებას.“,- განაცხადა დავით ბაქრაძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930