გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარა კიკნაძე: რაც მთავარია, სტრასბურგის გადაწყვეტილბის გასაჩვრების უფლება არ აჩერებს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას

18-07-2019

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარა კიკნაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით: საქმეზე - „რუსთავი 2“ - საქართველოს წინააღმდეგ, გაიმარჯვა საქართველომ! სტრასბურგის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წარმოადგენს ქიბარ ხალვაშის კანონიერ საკუთრებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-თან და მის მფლობელებთან მიმართებაში, საქმის არცერთ ნაწილში, არანაირი დარღვევას ადგილი არ ჰქონია! ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით გვეუბნება, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და კანონიერების უმაღლესი ევროპული სტანდარტით. ეს არის ჩვენი მართლმსაჯულების სიტემის უდიდესი აღიარება!
რაც მთავარია, სტრასბურგის გადაწყვეტილბის გასაჩვრების უფლება არ აჩერებს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას", - წერს თამარა კიკნაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. 
შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930