გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
IRI : ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა

19-07-2019

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მონაცემებით, საქართველოში ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა.


ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას სრულად გამოკითხულთა 49 პროცენტი უჭერს, რაც 2009 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.


ნატო-ში შესვლას გარკვეულწილად მხარს უჭერს 19 პროცენტი, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ექვსი პროცენტი, სრულად ეწინააღმდეგება 13 პროცენტი.


გამოკითხულთა 16 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი 2023 წლის შემდეგ გახდება, 15 პროცენტი ფიქრობს, რომ არასდროს. გამოკითხულთა სამ-სამი პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო ალიანსში 2020, 2022 ან 2023 წელს გაწევრიანდება, ერთი პროცენტი კი მიიჩნევს, რომ 2021 წელს. არ ვიცი/არ მაქვს პასუხი – ასეთია გამოკითხულთა 59 პროცენტის პოზიცია.


ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ეს საქართველოს მოუტანს მეტ უსაფრთხოებას (34 პროცენტი), თავდაცვას (12 პროცენტი), დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას (რვა პროცენტი), სტაბილურობასა და მშვიდობას (რვა პროცენტი), ეკონომიკურ გაძლიერებას (ექვსი პროცენტი) და სამხედრო მხარდაჭერას (ხუთი პროცენტი).


IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.





https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930