გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სექტორალური სანქციები გაახანგრძლივა

22-12-2017

ევროსაბჭომ, ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ რუსეთის წინააღმდეგ სექტორალური სანქციები გაახანგრძლივა. როგორც ევროსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, სანქციები 2018 წლის 31 ივლისამდე გაგრძელდა.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 14 დეკემბერს შეთანხმდნენ, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმებებს არ ასრულებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ლიდერებმა სანქციების გაგრძელება ერთსულოვნად გადაწყვიტეს. მიღებული გადაწყვეტილება ფორმალურია.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, პირველად 2014 წლის 31 ივლისს დაწესდა. ფიზიკური პირების გარდა, სანქციები ძირითადად რუსულ ბანკებს, მათ შვილობილ კომპანიებს, ასევე ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროში მოქმედ კომპანიებს შეეხო.

წყარო:ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930