გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან იზორია: ჩვენი მისწრაფება, ქვეყანა ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდეს

17-02-2018

„ბატონმა მატისმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ წარმატებულ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით მიმდინარეობს, ასევე ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები. ჩვენი მისწრაფება, ქვეყანა ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდეს, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და სუვერენიტეტის დაცვა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად მხარდაჭერილი იქნება“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან გამართული შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.


როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა: „ნდობის განსაკუთრებული ხარისხი არსებობს, რისი კონკრეტული გამოხატულებაა ჯაველინების სისტემის გადაცემა საქართველოსთვის, ყველაზე ამბიციური პროექტის განხორციელება და ყველაზე ამბიციური ფინანსური დახმარება, რომელსაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან წელს მიიღებს“. მისივე თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა შეხვედრაზე მკაფიოდ განაცხადა, რომ შემდგომში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ხარისხში გადავა და კიდევ უფრო მეტად იქნება მხარდაჭერილი.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას მართლაც სამაგალითო დინამიკა აქვს ყველა მიმართულებით და მათ შორის თავდაცვის სფეროში, რომელიც შემდგომში მხოლოდ გაღრმავდება და გაფართოვდება. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში. საქართველო არასდროს იქნება მარტო. საქართველო ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი ჩვენი მთავარი სტარტეგიული პარტნიორის მხრიდან, მათ შორის საერთო საფრთხეებთან გაკლავების თვასლაზრისით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930