23-07-2019
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერებული იყო ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება და როგორც კი გაუქმდა ეს შეჩერება, შესაძლებელი გახდა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
„აღსრულება არ მომხდარა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერებული იყო ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, როგორც კი გაუქმდა ეს შეჩერება მაშინათვე შესაძლებელი გახდა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ქართულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქიბარ ხალვაში არის მესაკუთრე ამ კომპანიის და იმის გამო, რომ იყო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სტრასბურგის სასამართლოში, ამიტომ მოხდა გადაწყვეტილების არ მიტანა იუსტიციის სახლში და არ მოხდა მისი დარეგისტრირება. როგორც კი ეს ბარიერი მოიხსნა, ამას არ სჭირდება დამატებითი ვადები და განმარტებები, იუსტიციის სახლს მივმართეთ განცხადებით, წარვადგინეთ სასამართლოს გადაწყვეტილება და იუსტიციის სახლმა განახორციელა ის, რაც ევალებოდა“, - განაცხადა პაატა სალიამ.