გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ფაქტია, რომ ეს თემა პოლიტიკის მიღმა რჩება

24-07-2019

ფაქტია, რომ ეს თემა პოლიტიკის მიღმა რჩება - ყველამ კარგად ვიცით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხის გათეთრებაზე თუ არასწორ მანიპულაციაზე იყო საუბარი, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის ბრალის წაყენებას.

“ახლა მავანმა შეიძლება პირიქითაც თქვას, რომ რადგან იცოდა (მამუკა ხაზარაძემ), რომ რაღაც დანაშაული მართლა არსებობს და მოკვლეულია, სწორედ ამიტომ განაცხადა პოლიტიკური ამბიციების შესახებ. გააჩნია ინტერპრეტაციას რომელი პოლიტიკური ძალა აკეთებს. ფაქტია, რომ ეს თემა პოლიტიკის მიღმა რჩება. ყველამ კარგად ვიცით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხის გათეთრებაზე თუ არასწორ მანიპულაციაზე იყო საუბარი. ამიტომ პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს, რომ ბრალდებებიც უნდა იყოს ზუსტი, დასაბუთებული და სასამართლომაც ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც კითხვებს საზოგადოებაში არ დატოვებს“, - განაცხადა გია ვოლკსიმ.

პორტ ანაკლიის მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტის განხორციელებაზე დასმული კითხვის პასუხად, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს საკმაოდ დიდი თანხა აქვს დახარჯული, საკმაოდ დიდი პოლიტიკური და ფინანსური რესურსი აქვს ჩადებული, რათა პროექტი განვითარდეს და საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას მოემსახუროს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031