გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს

24-07-2019

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურაში ბრალი წაუყენეს. მამუკა ხაზარაზემ პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მან დატოვა საბჭოთა პროკურატურა.

მან აღნიშნა, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა და დღევანდელი ბრიფინგი არის გაგრძელება იმ ორი ბრიფინგის, რომელმაც გამოიწვია ლონდონში მათ აქციებზე ფასის ვარდნა.

„მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში. ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი და აბსურდული. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს აღარ არის პროკურატურა, აქ არის ძალიან ბევრი შტო. ეს არის გაგრძელება იმ ორკესტრის, რომელსაც ძალიან ცუდი დირიჟორები ჰყავს. დღევანდელი ბრიფინგი არის ზუსტად გამეორება იმ ორი ბრიფინგისა, რომელმაც იანვარ - თებერვალში, ლონდონში, ჩვენი აქციონერების 200 მილიონი დოლარით დაზარალება გამოიწვია. დღევანდელი ბრიფინგით 8%- ით დააგდეს თიბისი ბანკის აქციები და დააზარალეს ჩვენი ინვესტორები “, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930