გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: ლაშა ბუღაძე არ მალავს, რომ მის „სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლას“ ნაციონალებისგან აღებული თუ ასაღები ჭუჭყიანი ფული ამაგრებს

24-07-2019

"სისტემურ დანაშაულებებში მხილებული სააკაშვილის რეჟიმის მთავარი იდეოლოგიური ორგანო „რუსთავი 2“, წლების მანძილზე იმ უბინძურეს ფუნქციას ასრულებდა რასაც 1921-1924-1937 წლებში გაზეთი „კომუნისტი“ იმ პერიოდის საქართველოში. მოქმედების სტილი და მეთოდები ამ ორი ე.წ. მედია საშუალების იდენტურია. იდენტურია მოტივაციაც „დასაქმებული“ ადამიანების. სიცოცხლის, პირადი ქონების, ღირსების და ზნეობრივი ფასეულობების სისტემური ხელყოფის გამართლება, ფსევდო მიღწევების ყველა ზღვარს გადასული მლიქვნელური მეხოტბეობა. და ეს ყველაფერი კეთდებოდა დანაშაულებრივი რეჟიმის მხრიდან მატერიალური ანაზღაურებისათვის"-ეს განცხადება ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა გააკეთა.

მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის მთავარი ორგანო თანამონაწილეა რეჟიმის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისა. 

"ამავე დროს არანაკლებ დამნაშავეა სააკაშვილის ნასუფრალს მონატრებული, სხვადასხვა ტიპის ფსევდო-ინტელექტუალი მწერალი, მხატვარი, სცენარისტი, პუბლიცისტი თუ პოეტი, რომლებიც დღესაც „რუსთავი 2-დან“ დასავლურ ღირებულებებზე ლაპარაკით ცრუ რეალობის შექმნას და სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას ცდილობენ. მაგალითისათვის, ამ კატეგორიის ხალხის ტიპიური წარმომადგენელი ლაშა ბუღაძე, საქებარი გულახდილობით არც მალავს, რომ მის „სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლას“ ნაციონალებისგან აღებული და ასაღები ჭუჭყიანი ფული ამაგრებს.
„რუსთავი 2-ს“ და ამ ადამიანებს სტრასბურგზე ადრე განაჩენი საქართველოს მოქალაქეებმა 2012 წელს გამოუტანეს"-აცხადებს მეტრეველი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930