28-07-2019
მიშო ანთაძის დოკუმენტური ფილმი “მოსავალი” პალიჩის ევროპული ფილმების ფესტივალზე კრიტიკოსთა ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა. ფილმი წარმოდგენილი იყო სექციაში “პარალელები და შეხვედრები” (Parallels and Encounters).
ჟიურის წევრთა შეფასებით, ეს არის გამორჩეულად დახვეწილი ნამუშევარი დებიუტანტი სრულმეტრაჟიანი ფილმის ავტორისგან.
“მოსავალი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა როტერდამის კინოფესტივალზე შედგა.
„მოსავალი“ ქართულ-ამერიკული კოპროდუქციაა. ფილმის პროდიუსერია ნათია გულიაშვილი. მოვლენები კახეთში ვითარდება. ამ აგრიკულტურულად მდიდარი მიწის მაცხოვრებლები ახლა ვირტუალური მოსავალის მოპოვების ციებ-ცხელებით არიან შეპყრობილნი. “მოსავალი” ჩუმი დაკვირვებაა ადამიანის, ლანდშაფტისა და ტექნოლოგიის ურთიერთკავშირზე კრიპტოვალუტის ეპოქაში.