გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Disney-მ ყოველწლიური შემოსავლის მსოფლიო რეკორდი მოხსნა

29-07-2019

კომპანია The Walt Disney Company-მ მიღებული ყოველწლიური შემოსავლის მსოფლიო რეკორდი მოხსნა.


ივლისში სტუდიამ იმაზე მეტი ფული მოაგროვა, ვიდრე ნებისმიერ სხვა კინოკომპანიას გამოუმუშავებია მთელი წლის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას Quartzy-ი ავრცელებს.


Disney-ს წარმომადგენლების განცხადებით, ამ დროისთვის კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 7,67 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს უკვე მიღებული.


წინა რეკორდი ასევე Disney-ს ეკუთვნის და ის 2016 წელს დაამყარა - 7.61 მილიარდი აშშ დოლარი.


ყველაზე შემოსავლიან ფილმებად სახელდება: "შურისმაძიებლები", "კაპიტანი მარველი" და "ალადინი". თითოეულმა მათგანმა მსოფლიო კინოგაქირავებიდან მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ამ მაჩვენებელს ასევე უახლოვდება ანიმაციური ფილმები "სათამაშოების ისტორია 4" და "მეფე ლომი".






https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930