29-07-2019
„წარმოდგენები, რომ შესაძლებელი იყო კოჰაბიტაციის პროცესში, პოლიტიკური კულტურა, დისკურსი და პროცესი შეცვლილიყო, არ მომხდარიყო სამართლიანი, მაგრამ შურისძიებები და პროცესი ნორმალურ, დემოკრატიულ ჩარჩოებში ჩამდგარიყო, აღმოჩნდა ილუზია“ - ამბობს ისტორიკოსი და POSTV-ის ავტორი ნუკრი შოშიაშვილი ინტერნეტ ტელევიზია POSTV-ის ანალიტიკურ ბლოგში „ისტორიული რაკურსი“.
ისტორიკოსი ამის ორ მთავარ მიზეზს ასახელებს.
„პირველი - ნაციონალური მოძრაობა და ლიბერალური არასამთავრობოები, რომლებიც ამ დისკურსს აწარმოებდნენ, არც აპირებდნენ პოლიტიკის გადააზრებას და შეცვლას. ისინი კვლავ იმ პოლიტკას აგრძელებდნენ, რაც აქამდე ჰქონდათ. განსხვავებული აზრის წარმომადგენლებს რუსეთის აგეტებს ან რუსეთუმეებს უწოდებდნენ, ინკლუზიურად მედასავლელე ძალად საკუთარ თავს წარმოაჩენდნენ, რომლებსაც დანარჩენი საზოადოება უნდა შეეყვანა ევროპაში, კვლავ ლიბეალური ჰეგემონიის და განსხვავებული იდეოლოგიური მსოფლმხედველობის ადამიანების მარგინალიზებას ეწეოდნენ და ა.შ ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ქმნიდნენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელშიც საზოგადოებას აცხოვრებდნენ. ხოლო მეორე მიზეზი თავად ოცნებაში იყო, ისინი კოჰაბიტაციის ხიბლში შევიდნენ და იმის ნაცვლად რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აეღოთ პოლიტიკურ დღისწესირგის შეცვლაზე, დაიწყეს გაუთავებელი საუბარი „9 წლიან პირსისხლიან რეჟიმზე“ და ამით მარტივად ცდილობდნენ ფონს გასვლას“ - აცხადებს ნუკრი შოშიაშვილი.
მისი თქმით, ამ კრიზისმა თავი იჩინა ბოლო 40 დღის განმავლობაში, როდესაც კრიზისი ნათელი გახდა - ისევ რევოლუციურმა სცენარმა და დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ქმედებებმა კოჰაბიტაციის მითი საბოლოოდ დაასრულა.
„ნათელი გახდა რომ ეს აზროვნება და პოლიტიკური კულტურა, რომლის შეფასებაც არ მოხდა, მუდმივ დესტრუქციად გვევლინება. ამას დაემატა რუსთავი 2-ის საქმე, სადაც მითი რომ რუსთავი 2-ი არის დასავლური ღირსებულებების ინკლუზიური მატარებელი დაიმსხვრა, მეტიც დასავლეთზე მითები, რომლებიც ამ პოლიტიკურმა და კულტურულმა კლასმა შეგვიქმნა აღმოჩნდა ყალბი. ხელისუფლებამ უარი თქვა კოჰაბიტაციაზე, გადავიდა გარკვეულ მოქმედებებზე. იწყება პოსტკოჰაბიტაციის პერიოდი. ბიძინაივანიშვილმა 1 წლის წინ თქვა, რომ ყველაფერს შეცვლიდა, ეს იმას ნიშნავს რომ ყველა ცვლილებებისთვის ემზადება. ის რაც 2012 წელს საზოგადოების დაკვეთა იყო, მაგრამ ამ დაკვეთის შესრულება შეუძლებელი იყო საერთაშორისო სიტუაციის გამო, დღესშესაძლებელი ხდება ამ ყველაფრის შეცვლა, რადგან თავად დასავლეთში შეიცვალა ბევრი მიდგომა. ის, რაც უნდა დაწყებულიყო 2012 წელს, არის შესაძლებელი, დაიწყოს ახლა” - ამბობს POSTV-ის ავტორი.
ვიდეოს ბმული https://www.youtube.com/watch?v=KskBmsSwG3M&feature=youtu.be