გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება

30-07-2019

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. 

ამ დროისთვის შუხუთის, აცანისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და ჯამში სამივე ამბულატორიაზე 64 165 ლარი დაიხარჯება. 

ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგება. სამუშაოები 15 სექტემბრამდე დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930