გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

31-07-2019

კოლხეთის ეროვნული პარკის ეკოტურისტული განვითარების მიზნით, ანაკლიაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოში, USAID-ის “ზრდას” პროექტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.


პროექტის მიზანია კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის შესასვლელის განვითარება შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და სერვისების დანერგვის მეშვეობით. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში დამატებითი ეკოტურისტული ატრაქციის შექმნასა და ტურისტული ნაკადების ზრდას.
მემორანდუმის თანახმად, შეიქმნება კოლხეთის ეროვნული პარკის განვითარების კონცეფცია, ადმინისტრაცია აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით, განვითარდება სათევზაო ტურიზმი, მოეწყობა „თოკების პარკი“, საკემპინგე სივრცე და კოტეჯები. აშენდება ახალი ნავმისადგომი და ჩიტებზე დაკვირვების კოშკურები, დასუფთავდება სანაპირო ზოლი. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები 2020 წლის დეკემბერში დასრულდება.


კოლხეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული, ჭარბტენიანი დაცული ტერიტორიაა. პარკში არსებული კოლხური ტყე მიმდინარე წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად წარადგინეს.


ანაკლიის ეკონომიკური განვითარების (ACED) პროგრამა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა (ADC) და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობა, პორტისა, რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.


USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი “ზრდა”, არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.

მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და USAID-ის “ზრდას” პროექტის ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს.






https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930