გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია: თემქის ხევის რეაბილიტაციით მთლიანად თბილისი მნიშვნელოვან სტატუსს, ხოლო კონკრეტულად ეს ტერიტორია შესანიშნავ ფუნქციას შეიძენს

31-07-2019

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვით თემქის ხევია პროექტირების სამუშაოები იწყება.

“ეს გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომლითაც ქალაქის მარცხენა სანაპიროს ნაწილი და მთლიანად თბილისი მნიშვნელოვან სტატუსს, ხოლო კონკრეტულად ეს ტერიტორია შესანიშნავ ფუნქციას შეიძენს. მოხარული ვარ, რომ საზოგადოებისადმი მიცემული ეს დაპირება სრულდება და ამისთვის აქტიური ნაბიჯები იდგმება.”

დედაქალაქის მერის განცხადებით, თემქის ხევი დაახლოებით, 23 ჰა ტერიტორიას მოიცავს და ამ ადგილზე ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. 

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, დენდროლოგიური და სხვა ტიპის კვლევები), რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი განვითარების პერსპექტივა და ამ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები პროექტირების ეტაპზე გათვალისწინებული იქნება", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930