გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გალში საქართველოს მოქალაქეს საოკუპაციო რეჟიმი ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს

1-08-2019

გალში ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ალექსანდრე კაპანაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.


ამის შესახებ ინფორმაციას დეფაქტო აფხაზეთის დეფატო უშიშროების სამსახური ავრცელებს.


2019 წლის 23 ივლისს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა გალის რაიონის სოფელ საბერიოში დააკავეს 1968 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე კაპანაძე. საოკუპაციო რეჟიმის გალის სასამართლომ კაპანაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


მას საოკუპაციო რეჟიმი ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს.



https://ipress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031