2-08-2019
"ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში ის არის, რომ ტრიგერი, ანუ გამშვები მექანიზმი დიქტატურის სრულად ამოქმედებისთვის და ამ ჯინის ბოთლიდან გამოშვებისთვის გახდა ევროპული ინსტიტუცია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო" - განაცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, ეს არის დიქტატურის გაფორმება.
„ეს არის დიქტატურის გაფორმება. ჩვენ არ გვაკმარეს ის, რომ წაგვართვეს ტელევიზია, სტრასბურგის სასამართლოს ხელით, სხვათა შორის, კიდევ ფიგურირებს აქ სტრასბურგის სასამართლო - არ დაგვავიწყდეს; ჩვენ ახლა არგვაძლევენ შესაძლებლობას რომ გავაკეთოთ ახალი. ეს არის დიქტატურა. ამას სხვა შეფასება არ ჰქვია. თავი არ მოიტყუოს არავინ არც ამ ქვეყანაში, არც მის ფარგლებს გარეთ. ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში ის არის, რომ „ტრიგერი“, ანუ გამშვები მექანიზმი დიქტატურის სრულად ამოქმედებისთვის და ამ ჯინის ბოთლიდან ამოშვებისთვის - გახდა ევროპული ინსტიტუცია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო. ზუსტად იმ გადაწყვეტილების მერე, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ - რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ. ერთი მეორეზე უარესი, - ყველა მიმავალი სრულფასოვანი დიქტატურისკენ. პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაჭერა, მომიტინგეების უკანონოდ ციხეებში ჩაყრა, ტელევიზიის დახურვა, - მთავარი ტრაგედია ჩემი აზრით - მთავარი ევროპული პლატფორმის, "რუსთავი 2"-ის და ახლა გაგრძელება უკვე იმ ადამიანებთან ბრძოლის სახით, რომლებსაც შეუძლიათ ალტერნატივების შექმნა. ანუ სიტყვის თავისუფლების საბოლოოდ დახუთვაზეა ლაპარაკი. აი ეს ყველაფერი დაიწყო ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ეს უნდა გავაცნობიეროთ ჩვენც და ამ გადაწყვეტილების ავტორებმაც“ - განაცხადა გვარამიამ.