გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე აგვისტოს ომზე: ეს იყო გარკვეული პოლიტიკური სპექტრის და ჯგუფის „ამოსუნთქვა“

2-08-2019

„ეს იყო ამოსუნთქვა არა საქართველოსი და მისი მოსახლეობის, ეს იყო ამოსუნთქვა გარკვეული პოლიტიკური სპექტრის და ჯგუფის და სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის არ მოუტანია “ - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„გამოდის იმ პერიოდის მაღალჩინოსანი და გვეუბნება, რომ ეს იყო ამოსუნთქვა საქართველოსთვის, რაც ცოტა არ იყოს, ჩვენ კითხვებს კიდევ უფრო ამძაფრებს, იმიტომ რომ რეალურად ეს იყო ამოსუნთქვა არა საქართველოსი და მისი მოსახლეობის, არამედ იყო ამოსუნთქვა გარკვეული პოლიტიკური სპექტრის და ჯგუფის. დანარჩენი არც ამოსუნთქვაში და არც შემდგომ პროცესებში ამას საინტერესო და სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის არ მოუტანია. ჩვენ რეალურად ვდგევართ გამოწვევის წინაშე, რომელიც სათანადო რეაგირების ქვეშ უნდა მოვაქციოთ და ჩვენი უდიდესი ხედვა და სწრაფვა იმის, რომ ეს ქვეყანა იყოს ერთიანი და ძლიერი. მე აღარ ვსაუბრობ სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე იმ დანაკარგებზე და სახელმწიფო ინტერესების იმ უგულებელყოფაზე , რომელიც ჩვენს წინაშე კვლავ გამოწვევების სახით რჩება, იმ პროცესებიდან გამომდინარე. არც სამართლებრივ იმ კრიზისულ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ იმ პერიოდში მოვხვდით“ - განაცხადა კობალაძემ.

უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს არ შეფასდა ის რისკ-ფაქტორები, რომლითაც უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა გამოყვანილი კონფლიქტის ზონიდან.

“ჩვენ როგორც არ უნდა ვეცადოთ ამ თემების გაუბრალოებას, ეს არის თითოეული ადამიანის ტრაგედიაზე აწყობილი და ცხოვრების არსი. ყველაფერი ეს ერთობლიობაში იწვევს, ჩვენი ქვეყნის ინტერესების შელახვას. ისტერიკის დონეზე ამ თემის აყვანა ფაქტობრივად ემსახურებოდა იმას, რა შედეგებიც მივიღეთ“ - განაცხადა კობა კობალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930