4-08-2019
თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, სოსო მანჯავიძე ანაკლიის პროექტთან დააკვშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
"მაია ცქიტიშვილის გამოსვლამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რა მარტივ სქემასთან გვაქვს საქმე,
თუ პროექტი მომგებიანი იქნება - მთელი მოგება კონსორციუმმა უნდა წაიღოს, ხოლო თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველჰყო ამ პროექტის მომგებიანობა შესაბამისი რაოდენობის ტვირთების მოზიდვით, მაშინ მან ამ პროექტის დამფინანსებელ ბანკებს ზარალი უნდა აუნაზღაუროს.
ვინც საკითხის ასეთი არანორმალური და ქვეყნისთვის სარისკო დაყენებას აპროტესტებს რუსეთის ინტერესების გატარებაში დადანაშაულდება.
ის, რომ კონსორციუმმა თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა და უკვე მესამედ ვერ მოახერხა ტენდერის პირობებით გათვალისწინებული თანხის მობილიზაცია, ასევე რაღაც მითიურ რუსულ ინტერესს ბრალდება.
ძალიან მოხერხებულ მეხამრიდად ჩამოყალიბდა რუსეთი ქართულ სინამდვილეში,
მართლაც გაუგებარია, როგორ შეიძლება სახელმწიფოს არანაირი კონტროლის მექანიზმი არ ჰქონდეს მაშინ, როცა მას აიძულებენ თავის თავზე აიღოს პროექტთან დაკავშირებული მთელი რისკები და ეს ასეთი იაფფასიანი ტრიუკებით მოახერხონ.
ქალბატონი მინისტრის გამოსვლამ ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი.
სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს- როგორც ნათქვამია", - წერს სოსო არჩვაძე ფეისბუქზე.