გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: უკვე გაკეთებულია ბეშუმის განვითარების გენერალური გეგმა

4-08-2019

"ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ყველანაირი წინაპირობა, ამ ულამაზეს ადგილზე - ბეშუმში შევქმნათ ოთხსეზონიანი კურორტი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბეშუმში განაცხადა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შუამთობის დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ გოდერძისა და ბეშუმის კურორტები ერთ კლასტერში უნდა განვითარდეს.

პრემიერმა ჟურნალისტებთან მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა რეალიზაცია გასულ წელს დაიწყო.

პრემიერ-მინისტრმა ისტორიული მნიშვნელობის პროექტად შეაფასა გაზიფიცირების პროექტი, რომლის მეორე ფაზა უკვე მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში დასრულდება.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ასევე ისტორიულია ხულო-ზარზმის გზის პროექტი, რომელიც კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარიმართება და კომპანიას ამ მიმართულებით მაქსიმალური დახმარება ექნება.

“უკვე გაკეთებულია ბეშუმის განვითარების გენერალური გეგმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იგივე პრობლემები არ შევქმნათ ამ ულამაზეს კურორტზე, რომელიც სამწუხაროდ, სხვა კურორტებზე ქაოსური განვითარების შედეგად შეიქმნა. ძალიან მნიშვნელოვანია, გოდერძის და ბეშუმის კურორტები ერთ კლასტერში განვითარდეს. ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, ამ ულამაზეს ადგილზე შევქმნათ ოთხსეზონიანი კურორტი. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიმდინარეობს სკოლების, ბაღების მშენებლობა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. მე აქტიური კომუნიკაცია მაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან და სწორედ ეს პროექტები იყო მათი მთავარი მოთხოვნა”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930