გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან კალანდაძე: - ტურიზმიდან შემოსავლები არ არის ის, რაც მოსალოდნელი და დაგეგმილი იყო

5-08-2019

გარკვეული პოზიტიური ჯამური მონაცემები ტურიზმის მიმართულებით გვიფიქსირდება , მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა რუსეთის მიმართულებით , - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული კონრპროდუქტიული, არასწორი რიტორიკა , რიგ შემთხვევაში მავნებლური რიტორიკის პირობების და ფორმატის გათვალისწინებით ძალიან ბევრმა ბიზნესმა ამ მოლოდინის ვერ შესრულების გამო მნიშვნელოვნად იზარალა.

"ერთია ის , რომ გარკვეული პოზიტიური ჯამური მონაცემები ტურიზმის მიმართულებით ჩვენ გვიფიქსირდება , მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სწორედ რუსეთის მიმართულებით . ჩვენ აბსოლუტურად სხვა მოლოდინები გვქონდა , ბიზნესს აბსოლუტურად სხვა მოლოდინები ჰქონდა და გარკვეული კონრპროდუქტიული რიტორიკის , არასწორი რიტორიკის, რიგ შემთხვევაში მავნებლური რიტორიკის პირობების და ფორმატის გათვალისწინებით ძალიან ბევრმა ბიზნესმა სწორედ ამ მოლოდინის ვერ შესრულების გამო მნიშვნელოვნად იზარალა. გარკვეული პრობლემებია აჭარის მიმართულებით , კახეთის მიმართულებით და დღეს ეს არ არის მხოლოდ ტურისტული კომპანიები , ეს არის ზოგადად ტურისტული ინდუსტრია , რომელიც თავის თავში აერთიანებს სასტუმროებს , რესტორნებს, კაფეებს , გადამზიდველ კომპანიებს და ასე შემდეგ . ადამიანებს აქვთ სესხი აღებული იმის გათვალისწინებით , რომ ძალიან მაღალი ტურისტული შემოდინებები იყო დაგეგმილი და ცნობილმა მოვლენებმა აბსოლუტურად შეცვალა დღის წესრიგი .დღეს ტურისტული მაჩვენებლები თითქოს დადებითი გვაქვს , მაგრამ ტურიზმის ინდუსტრიაში , ჩვენ მაინც სერიოზული პრობლემები გვაქვს . ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა და რაც მთავარია როცა მოლოდინზე ვსაუბრობთ , ჩვენ უნდა ვიცოდეთ , რომ მოლოდინი არ არის რაიმე კონკრეტულ პერიოდში დაფიქსირებული რაიმე ეკონომიკური ტენდენცია . მოლოდინი განგრძობადია და ამ თვალსაზრისით ნეგატიური მოლოდინები შემდგომი თვეების განმავლობაშიც გვაქვს”,- განაცხადა ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ.

როგორც კალანდაძემ აღნიშნა,იმ მდგომარეობამ, რამაც ზოგადად ტურიზმში სურათი შეცვალა, ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგების წინაშე დააყენა ბიზნესი. 

,,ვფიქრობ რომ გარკვეული ძალისხმევა, გარკვეული აქტივობა, მათ შორის კოორდინირებული მუშაობა სამთავრობო სტრუქტურებსა და ტურიზმის ინდუსტრიას შორის, - საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ გარკვეულწილად დავაკომპენსიროთ ის დანაკარგები, რაც არასწორი რიტორიკის, არასწორი ვორდინგის შედეგად - ტურიზმთან დაკავშირებული პროცესების გაუარესებამ და ტურიტული შემოსავლების მნიშვნელოვანმა კლებამ გამოიწვია. შემოსავლები არ არის ის, რაც მოსალოდნელი იყო, რაც დაგეგმილი იყო და მეორე, კონკრეტული მიმართულებები, ტურისტული ნაკადები, რომელიც ძირითადად აჭარაზე და კახეთზე იყო ორიენტირებული, მათ შორის ეს არის რუსული მიმართულება ტურიზმის, ამ თვალსაზრისით სერიოზულმა კლებამ გამოიწვია მნიშველოვანი ფინანსური დანაკარგები ტურიზმის ინდუსტრიის“,- აცხადებს ლევან კალანდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930