გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერთ თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 251 ფაქტი გამოვლინდა

9-08-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 1-ლი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 251 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 89 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 41 ფაქტი, იმერეთში - 32, სამცხე-ჯავახეთში - 24, ქვემო ქართლში - 19, გურიაში - 12, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 12, შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 11, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი, 5-5 ფაქტი დაფიქსირდა. 

თბილისში, ივლისში, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინდა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1160 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 56 ფაქტი და ამოღებულია 30 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი (სულ სამართალდარღვევა - 86). მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930