11-08-2019
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი უმეტესად 12-13 აგვისტოს იქნება. მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა უმეტესად კახეთის რეგიონშია მოსალოდნელი.
„დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. დღეს არა, მაგრამ ხვალიდან მოსალოდნელია +35 გრადუსამდე, სანაპირო რაიონებში +32 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ხვალ დღის ტემპერატურა იქნება +30 გრადუსი. 13 აგვისტოს ასევე მოსალოდნელია უნალექო ამინდი და აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება. უნალექო ამინდი იქნება 14 აგვისტოსაც, ტემპერატურა +33 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში.
13-01-2025