გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კეზერაშვილს ისრაელში იჭერენ? ვერტმფრენების საქმე და წერილი ნეთანიაჰუს - ებრაული გამოცემა კეზერაშვილის სკანდალურ კავშირებზე წერს

12-08-2019

ებრაული გამოცემა marker საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ წერს. 

გამოცემის ცნობით, ისრაელის პრემიერ მინისტრს, ბიმიანიმ ნეთანიაჰუს ნდობით აღჭურვილი პირი ვალტერ სორიანომ, პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ყოფილი კანდიდატის გალ ჰირშის შუამავლობით, საქართველოს 3 ვერტმფრენი მიჰყიდა. შეთანხმება 2007 წელს გაფორმდა, როდესაც ჰირში საქართველოს თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მრჩეველი იყო. სტატიაში საუბარია ფარულ ფინანსურს გარიგებებსა და ფულის გათეთრების სავარაუდოდ სქემაზე. აი, რას წერს უფრო ზუსტად ებრაული გამოცემა:

„2008 წელს, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ომში დამარცხების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი, თანამდებობიდან გადაყენებისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საფრთხის წინაშე დადგა, ჰირშმა სორიანოს ნეთანიაჰუსთან შეხვედრა სთხოვა „ქართველ მინისტრთან“ დაკავშირებით.
სორიანო ნეთანიაჰუსთან ასევე ძალზე დაახლოებული ადვოკატის - იცხაკ მოლშოს ფირმის, USG-ის მეშვეობით მოქმედებდა. ქართველ მინისტრთან დაკავშირებით ნეთანიაჰუსთან შეხვედრა სორიანომ რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 2 კვირის თავზე ითხოვა. რუსეთთან დამარცხების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის საბანკო ანგარიშებზე გადასახადებისგან დამალული ათეულ მილიონობით აშშ დოლარი აღმოჩნდა. აგვისტოში კეზერაშვილი უკვე „დახურულ საქმედ“ ჩაითვალა.

კეზერაშვილის მრჩეველი გალ ჰირში ამასთანავე იყო კომპანია „Defense Shield“-ის მფლობელი.
სორიანო და ჰირში ერთმანეთს ისრაელის არმიაში ყოფნისას იცნობდნენ. გალ ჰირში მისი მეთაური იყო. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, ორივე მათგანი თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ გარიგებებში ჩაერთო. 2006-2008 წლებში ჰირში საქართველოს თავდაცვის მინისტრის კონსულტანტად მუშაობდა. Defensive Shield-ის მეშვეობით, ჰირშმა თავდაცვის სფეროში უამრავი ტექნიკური ინფორმაცია და აპარატურა მიჰყიდა საქართველოს.

სორიანო ლონდონში დასახლდა. მან ფირმა USG (უსაფრთხოების გაერთიანებული ჯგუფი) დააფუძნა, რომელიც რეგისტრირებულია გაერთიანებულ სამეფოში. მის პარტნიორებს შორის არიან ადვოკატი იცხაკ მოლშო, ნეთანიაჰუს პოლიტიკური კონსულტანტი და მისი ყოფილი ადვოკატი, მოსადის ექს-ხელმძღვანელი ნაჩოუმ ადმონი, რეზერვში მყოფი გენერალი ური საგი და რამდენიმე ბრიტანელი ბიზნესმენი.

2007 წლის ბოლოსთვის, სორიანოს და ჰირშს საქმე გამოუჩნდათ, როდესაც საქართველოს მთავრობამ უმაღლესი სამხედრო პირებისთვის სამი ვერტმფრენის შეძენა გადაწყვიტა. სამი ვერტმფრენის მოძიების მიზნით, ჰირში რამდენიმე ფირმას დაუკავშირდა. ერთ-ერთი იყო სორიანოს ფირმა, რომელმაც მას ესპანეთში ბაზირებული Bell 212-ის ტიპის სამი ვერტმფრენი შესთავაზა. ისინი ესპანეთის Fire Men-ს ეკუთვნოდა და გასაყიდად იყო გამოტანილი. USG-მ ეს სამი ვერტმფრენი საქართველოს მთავრობას მიჰყიდა. სორიანოს USG ფირმამ ასევე უზრუნველყო სამივე ვერტმფრენისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა. ეს გარიგება რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ტექნიკური მომსახურების გაწევა 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე განხორციელდა. ომის დაწყების დღეს, ტექნიკოსები თბილისიდან სომხეთის საზღვარზე გაიყვანეს და სომხეთიდან თავიანთ ქვეყნებში დააბრუნეს. უცნობია რა ბედი ეწია იმ სამ ვერტმფრენს.

2008 წლის მღელვარე აგვისტოში, სორიანომ არი ჰარროს მეილი გაუგზავნა ქართველ მინისტრთან დაკავშირებით ნეთანიაჰუსთან შეხვედრის ორგანიზების თხოვნით. ამ შეხვედრის მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია ისრაელის ჟურნალისტის რავივ დრუკერისგან გახდა ცნობილი. მან იპოვა სორიანოსგან პრემიერისთვის გაგზავნილი მეილი, სადაც ის შეხვედრის 2008 წლის სექტემბრის მეორე კვირამდე გადავადებას ითხოვდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქართველი ებრაელია, რომელიც ჰოლონში, ისრაელში გაიზარდა. შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და ახალგაზრდა წარმატებულ პოლიტიკოსად იქცა. 2006 წელს, 28 წლის ასაკში, ის საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. 2008 წელს მისი თანამდებობიდან წასვლამდე, ათეულ მილიონობით აშშ დოლარი ჩადებულ იქნა კეზერაშვილის სახელზე დარეგისტრირებულ ოფშორულ კომპანიებში. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც 2015 წელს Mosak Ponska Intel. Low-ის ფირმიდან ინფორმაციამ გაჟონა.

ომის დაწყებამდეც, FBI აწარმოებდა გამოძიებას თავდაცვის აპარატურის წარმოებასთან დაკავშირებულ ბიზნეს გარიგებაში კეზერაშვილის აქტიური მონაწილეობის საქმეზე. 2007 წელს, ფირზე ჩაწერეს რამდენიმე ისრაელელი ბიზნესმენი, მათ შორის ჰირშის ბიზნეს პარტნიორები, მაგრამ არა თვითონ ჰირში, სადაც ისინი მედიდურად ყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ გადაურიცხეს ფული კეზერაშვილს.

როდესაც „მარკერმა“ ჰკითხა სორიანოს, იყო თუ არა ნახსენები ქართველი მინისტრი კეზერაშვილი, სორიანომ უარყო. მაგრამ „მარკერს“ წყარომ განუცხადა, რომ სორიანო მხოლოდ კეზერაშვილთან იყო კონტაქტზე, ვინც მას გალ ჰირშმა წარუდგინა.

იგივე „წყარომ“ დაამატა, რომ ომის პირველი დღეებიდან, აგვისტოს დასაწყისში, ნათელი იყო, რომ კეზერაშვილი „დამთავრებული“ იყო, ნისლიანი მომავლით. მან იცოდა, რომ მალე გადააყენებდნენ. გალ ჰირში და „Defense Shield“ შეეცადნენ დახმარებოდნენ მას და საქართველოს გარეთ პოლიტიკური თავშესაფარი მიეღო.

2008 წლის დეკემბერში, ომიდან 4 თვის შემდეგ, კეზერაშვილი გადაყენებულ იქნა პრემიერ მგალობლიშვილის მიერ. მან საქართველო 2013 წელს დატოვა. მას ისრაელის პასპორტი აქვს, თუმცა ისრაელში არ დამკვიდრებულა. დასაწყისში, მან საფრანგეთს შეაფარა თავი, მოგვიანებით გაერთიანებულ სამეფოს. ორივე ქვეყანაში ცხოვრების პერიოდში საქართველო მის ექსტრადირებას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ.

გასულ კვირას, ისრაელის პოლიციამ გამოაცხადა, რომ ჰირში და მისი პარტნიორები ოდედ შახნაი და იავივ ადამი აღარ არიან ეჭვმიტანილები კეზერაშვილისთვის ქრთამის მიცემაში. ეს ეჭვი 2015 წლიდან არსებობდა. გამომძიებლების ინფორმაციით, ამ პირების სასამართლოს წინაშე წარსადგენად არსებობს მტკიცებულებები გადასახადებთან და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით“.




www.primetime.ge

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031