გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მნიშვნელოვანია ბიზნესი წახალისდეს და დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღების სიკეთე  მოქალაქეებმა ოჯახებში იგრძნონ

21-02-2018


 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარდგენილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებათა პაკეტი შეაფასა. მისი განცხადებით, ეს არის ძალიან მასშტაბური ცვლილებები და მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად, შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და პირდაპირ არის დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წახალისდეს და ის სიკეთე, რაც დაბეგვრის შეღავათიან საგადასახადო რეჟიმის შემოღებას უკავშირდება მოქალაქეებმა საკუთარ ოჯახებში იგრძნონ.

 

გიორგი კვირიკაშილმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივა და მასშტაბური რეფორმა 120 ათასზე მეტ მეწარმეს შეეხება. მისივე თქმით, მცირე ბიზნესის სტატუსს მიიღებს ყველა ის მეწარმე, რომლის შემოსავალიც 500 000 ლარს არ აღემატება, თუ აქამდე ეს ზღვარი 100 000 ლარი იყო. ასევე ხუთჯერ მცირდება პირდაპირი გადასახადი მცირე მეწარმეებისთვის 5%-დან 1%-მდე.

 

პრემიერმა ყურადღება კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე გაამახვილა.

 

„ცვლილებები აიოლებს მეწარმეების ურთიერთობას საგადასახადო ინსტიტუტებთან, შემოსავლების სამსახურთან. მეწარმემ უნდა დახარჯოს მინიმალური, დრო საკუთარი დროის ძალიან მცირე მონაკვეთი შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაში და სწორედ, ასეთი ცვლილებებია გათვალისწინებული,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ თითოეული მოქალაქე სათანადოდ იყოს ინფორმირებული.

 

„მოხარული ვარ, რომ ძალიან დიდი პოზიტივი მოჰყვა ამ ცვლილებებს პირველ ეტაპზე და მინდა გთხოვოთ, რომ მთელ ქვეყანაში, მაქსიმალურად, თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ ახლა ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ფინანსთა სამინისტროს უკვე დაგეგმილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირე მეწარმეებთან შეხვედრები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიგოს იმ შესაძლებლობისა და უდიდესი შეღავათის შესახებ, რომელიც ამ ცვლილებით არის გათვალისწინებული,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930