გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბანკებმა ერთ თვეში ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 27,342 მილიონი ლარის მოგება მიიღეს

21-02-2018

მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ საკონვერსიო ოპერაციებიდან ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება/ზარალი 9,476 მილიონი ლარით გაიზარდა. 


კერძოდ, წინა თვეში ბანკების მიერ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 27,342 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 17,866 მილიონი იყო. 

ამასთან, შეგახსენებთ, რომ გასული წლის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა საკონვერსიო ოპერაციებიდან ჯამში 202,954 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს.




commersant.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930