გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეს პეტრო პოროშენკოს დაკითხვა იგეგმება

21-02-2018

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის სახელმწიფო ღალატის საქმის ფარგლებში, დღეს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დაკითხვა იგეგმება.

პეტრო პოროშენკოს დაკითხვა ადგილობრივი დროით 14:00 საათზეა დაგეგმილი. 

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა თხოვნით პეტრო პოროშენკოს დაკითხვა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოხდეს. 

ბრალდების მხარემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ვინაიდან უკრაინის პრეზიდენტი განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი პირია, უსაფრთხოების ღონისძიებებმა შესაძლოა სასამართლოს მუშაობაში შეფერხებები შეიტანოს. 

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე ამის წინააღმდეგია. საბოლოო გადაწყვეტილება პეტრო პოროშენკოს დაკითხვის ფორმაზე მოსამართლეთა კოლეგიამ უნდა მიიღოს. 



ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930