22-08-2019
„ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს“, - საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ სქელში სტრასბურგის სასამართლოზე საუბრობს.
„ვაიმე, ევროპისადმი ნიჰილისტურ განწყობებს არ შევუწყოთ ხელი, ნუ ვაკრიტიკებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს! გსმენიათ ხომ? ჰოდა, თუ გსმენიათ, ეს არის დიდი სისულელე. ის პალატა და ხუთი მოსამართლე, რომელმაც რუსთავთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება მიიღო, რამაც რვაასკაციანი ბიზნესისა და ქვეყნის დემოკრატიის ერთ-ერთი ფორპოსტის ჩამოშლა გამოიწვია, უნდა გრძნობდეს თავის პასუხისმგებლობას.
ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს.European Court Of Human Rights (ECHR)“, - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.