25-08-2019
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 24 აგვისტოს 22:00 საათიდან 25 აგვისტოს 08:00 საათამდე და 25 აგვისტოს 22:00 საათიდან 26 აგვისტოს 08:00 საათამდე თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა იკეტება და გადაადგილება შესაძლებელია მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.
"ასევე, ბარათაშვილის ქუჩიდან აბანოს მოედნისკენ წამსვლელი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ ბარათაშვილის ქუჩის ბოლოს არსებული პანდუსით (სასტუმრო ამბასადორთან), ისინი მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ხიდზე, საიდანაც ჩავლენ მარცხენა სანაპიროზე.
ავლაბრიდან ბარათიშვილის ხიდზე მოძრავი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ იუსტიციის მიმართულებით ჩამსვლელი პანდუსით და მოძრაობას პირდაპირ - ბარათაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ" - აცხადებენ შსს-ში.