30-08-2019
თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს.
"ივლისის თვის ეკონომიკურმა ზრდამ წინასწარი შეფასებით 6.1 პროცენტი შეადგინა.
ეს მონაცემი აშკარად პოზიტიურია, მაგრამ შესაძლებელი იყო, გაცილებით მეტი ყოფილიყო.
აუცილებლად გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომელშიც ამ დინამიკის მიღწევა გახდა შესაძლებელი.
20 ივნისის მოვლენებმა და პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციის მცდელობამ, ბუნებრივია ეკონომიკის რამდენიმე სფეროს სერიოზული ზიანი მიაყენა,
ტურიზმის სექტორმა ეკონომიკაში 58 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი შეიტანა!
რუსეთიდან პირდაპირი რეგულარული ფრენების შეჩერებამ მნიშვნელოვანდ შეამცირა მგზავრთაკადი.
საქართველოდან რუსეთში, ივლისში, ღვინის ექსპორტი 27%-ით შემცირდა.
წელს, კახეთში ყურძენის უხვ მოსავალს ელოდებიან და ამ ფონზე, ბაზარზე ნეგატიური მოლოდინების შექმნა პირდაპირ გლეხებისა და მწარმოებლების შემოსავალზე აისახება.
დღეს უკვე სკოლის მოსწავლემაც კი იცის, რომ ყველა ნეგატიური მოლოდინი საბოლოო ჯამში ლარის კურსზე აისახება და მასში კონვერტირება.
დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მაჩვეენებლი დასტურია, რომ ეკონომიკა ფუნდამენტურად სწორად ვითარდება. შესაბამისა ძალიან სამწუხაროა, რომ ისევ საკუთარი ემოციებით და არა რაციონალური მიდგომებით ვაზიანებთ ჩვენსავე მოქალაქეებს და ქვეყანას.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენს ქვეყანას ზემოთ ჩამოთვლილი ზიანი რომ არ მიეღო, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი გვექნებოდა. „რაც მოგივა დავითაოს“ - ანდაზიდან ვერ გამოვედით უკვე მერამდენე წელია", - წერს ოთარ ანგურიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.