გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველოს ნაკრების წევრები დღეს შოტლანდიელ მორაგბეებს დაუპირისპირდებიან

31-08-2019

რამდენიმე საათში "დინამო არენაზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.


ისტორიული თამაშისთვის "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ნაკრების შემადგენლობაში 15-დან 10 მორაგბე შეცვალა. გუნდის კაპიტანი დღეს მიხეილ ნარიაშვილი იქნება, რადგან მერაბ შარიქაძე ტრავმის გამო სამკვირიან სარეაბილიტაციო კურსს გადის.


„ტრიბუნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია და გულშემატკივრებთან ერთად, ბევრად უფრო ადვილია თამაში. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია ექვსი ერის გადაწყვეტილების მიმღებთათვისაც. მინდა მოვუწოდო ქომაგებს, რომ მოვიდნენ სტადიონზე და მთელს მსოფლიოს დაანახონ, როგორ უყვართ რაგბი საქართველოში“, - განაცხადა მილტონ ჰეიგმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.


საქართველოსა და შოტლანდიას შორის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.



https://imedinews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930