გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მიიწვია

1-09-2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის დედაქალაქში ვარშავაში შეხვდა.


პრეზიდნეტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაძლიერებაზე და ერთობლივ მიზნებზე ისაუბრეს.


ორი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიიპატიჟა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები და მიზნები აქვთ და ორმა ქვეყანამ მათი გადაჭრის გზები ერთად უნდა ეძებოს. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან დაახლოებას და გლობალურ საფრთხეებს.


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.


ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის, ესტონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებთან.


პრეზიდენტი ასევე სიტყვით გამოვა გამოფენის „50 ქალი საქართველოდან“ გახსნაზე და კონფერენციაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031