გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
CNN: კაცხის სვეტი - ტაძარი, სადაც მამაცი ბერები უფალს უახლოვდებიან

1-09-2019

საერთაშორისო გამოცემა CNN კაცხის სვეტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

როგორც CNN-ის ვებგვერდზე წერენ, დასავლეთ იმერეთის რეგიონში მოგზაურობა სასიამოვნო გამოცდილებაა.

„საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან დასავლეთით 200 კილომეტრით დაშორებული ადგილი მისაღწევად რთულია. აქ არ მოდის მატარებელი, ამიტომაც აქ მოსახვედრად ერთადერთი გზა მანქანით ან ავტობუსით მგზავრობაა, თუმცა ეს ნამდვილად ღირს“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც CNN-ის ვებგვერდზე წერენ, მხოლოდ ბერებს აქვთ უფლება, გაიარონ 20-წუთიანი გზა ციცაბო ფერდობზე.

სტატიაში ასევე განხილულია კაცხის სვეტის ისტორია, მონასტრის წესები და სვეტამდე მისასვლელი მარშრუტები.

„კაცხის კომპლექსი უნიკალურია. სვეტის თავზე ეკლესიაა, რომელიცმე-6-დან მე-8 საუკუნემდე შენდებოდა და და მე-7 საუკუნის ქართველ ბერს მიეძღვნა.

ყოველდღიურად ბერები 20-წუთიან გზას გადიან მეტალის კიბეზე. სვეტზე ლოცვით ბერები საკუთარ თავს ღმერთს ავედრებენ.

დღეს კაცხის სვეტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილადაა მიჩნეული. მხოლოდ ადგილობრივი ბერები არიან ის ადამიანები დედამიწაზე, რომლებსაც აქვთ უფლება, ავიდნენ სვეტზე“, - აღნიშნულია CNN-ის სტატიაში.






ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930