გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული პარკები - ფოტოგალერეა

1-09-2019

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში პირველი ეროვნული პარკი, რომელსაც „თბილისის ეროვნული პარკი“ ეწოდა, შეიქმნა 1973 წელს.


1995 წელს დაარსდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკი, რომელსაც „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი“ ეწოდა.1998 წელს დაარსდა კოლხეთის, 2003 წელს თუშეთისა და ვაშლოვანის, ხოლო 2006 წელს - მტირალას ეროვნული პარკები. ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა მაჭახელასა და ჯავახეთის ეროვნული პარკები, ხოლო ალგეთის, საგურამოსა და ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალებს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭათ. უახლოეს მომავალში იგეგმება ყაზბეგისა და ალგეთის ეროვნული პარკების გაფართოება. ასევე, ცენტრალურ კავკასიონზე მყინვარების ეროვნული პარკისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიის შექმნა.


ამჟამად, საქართველოში 12 ეროვნული პარკია, რომელთა საერთო ფართობი 430 202,4 ათას ჰა-ს შეადგენს.



ეს პარკებია:


ალგეთის ეროვნული პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ვაშლოვანის ეროვნული პარკი
თბილისის ეროვნული პარკი
თუშეთის ეროვნული პარკი
კინტრიშის ეროვნული პარკი
კოლხეთის ეროვნული პარკი
მაჭახელას ეროვნული პარკი
მტირალას ეროვნული პარკი
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი
ყაზბეგის ეროვნული პარკი
ჯავახეთის ეროვნული პარკი


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930