გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის სამედიცინო ცენტრში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა

3-09-2019

ბათუმის სამედიცინო ცენტრში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა. აღნიშნულ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ბათუმის სამედიცინო ცენტრ „ბი ემ სის“ ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად პაციენტის ახლობლები და პერსონალი დაუპირისპირდა.

შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიცია მივიდა. მოქალაქეების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვი, ოთხი დღის წინ გაჩნდა, თუმცა დეფექტის შესახებ ინფორმაცია მათთვის დღეს გახდა ცნობილი.

digest.pia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930