3-09-2019
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია.
ცვლილებების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ გააკეთა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ირაკლი ღარიბაშვილი.
რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ლევან იზორიას, ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.
"ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.
რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს და პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედ ს, ბატონ მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის.
დღეს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე წარვადგენ პარლამენტში მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას. მინდა ასევე გითხრათ, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები - შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური და თავდაცვის მინისტრის პოსტს, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.
ეს ცვლილებები გააძლირებს მთავრობას და გააძლირებს პოლიტიკურ გუნდს. ბატონი ლევან იზორია ასევე მაღალ თანამდებობას დაიკავებს ჩვენს გუნდში, ის უხელმძრვანელებს უშიშროების საბჭოს.
ეს არის ცვლილებები, რომელიც დარწმუნებული ვარ გააძლირებს გუნდს და გახდის მას უფრო ეფექტურს, რაც ყველაზე მთავრია. დანარჩენი, რაც შეეხება პროგრამას, შევხვდებით პარლამენტში და დეტალურად იქ ვისაუბრებთ"-განაცხადა გახარიამ.
საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარია კანდიდატურა დღეს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭის სხდომის შემდეგ წარადგინა.