გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: მაისურზე და პლაკატზე დაწერეს - „არა ოკუპაციას“, მაშინ, როცა თავად არიან ოკუპაციის მთავარი შემოქმედები

3-09-2019

„არ არსებობს ქვეყანა, განვითარებული დემოკრატია მაქვს მხედველობაში, სადაც დაშვებულია პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება და სადაც ამდენი სიცრუე ბატონობს საინფორმაციო ველზე. ისიც კი მოახერხეს ზოგიერთებმა, რომ დაიწერეს ზოგმა მაისურზე, ზოგმა პლაკატზე - არა ოკუპაციას! როდესაც თავად არიან ოკუპაციის მთავარი შემოქმედები“-ამის სესახებ საპარლამენტო უმრავლსობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს არცერთი საერთაშორისო რეიტინგი, სადაც საქართველო არ დგას მოწინავე პოზიციებზე. 

„რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მძიმე პრობლემა როგორიც არის უმუშევრობა, როგორიც არის სიღატაკე დაძლეულია. თუმცა ტენდენციები მნიშვნელოვანად გაუმჯობესებულია და ამაში თავისი წვლილი შეიტანა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა გასული იყო სოფლებში და ხვდებოდა ხალხს. ეს გაგრძელდება და უნდა ითქვას ხაზგასმით თითოეული საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა, დაწყებული დაბალი რგოლიდან დამთავრებული უმაღლეს რგოლზე, არის საგანგებო მნიშვნელობის. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს და პროფესიონალიზმთან ერთად უნდა იყოს ყოველდღიური ზრუნვის საგანი თითოეული ადამიანის ყოფა და ცხოვრება ჩვენ ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა და ამაში კოლეგები დაგვეთანხმნენ, უმრავლესობამ წარადგინოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ბატონი გიორგი გახარია. ძალიან მძიმე რეალობაა ის, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები არ იბრძვიან იმისათვის, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება დადგინდეს. ერთადერთი მიზანი ამ სტრატეგიისა არის ის, რომ ტოლობის ნიშანი დასვან იმ ბოროტებას შორის, რაც ჩაიდინეს თარიღებს აღარ ჩამოვთვლი მხოლოდ 2011 წლის 26 მაისი ეყოფათ და იმ მოვლენებს შორის, რომელსაც სამწუხაროდ ადგილი ქონდა სულ ახლახან 20-21 ივნისს. ეს ტოლობის ნიშანი არ დაისმევა. საზოგადოებას კარგად ესმის, რომ მკვლელობა წამება შეურაცხყოფა იყო სახელმწიფოს სტრატეგია, ეს სტრატეგია დღეს სახელმწიფოს არ გააჩნია“-განაცხადა ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930