5-09-2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს სიტყვით მიმართა და მომავლის გეგმებზე ესაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ლევან იზორიას ნაყოფიერი მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ ეს პოზიცია მისთვის ძალიან საპასუხისმგებლოა.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ჯარი უნდა გახდეს იმაზე ძლიერი ვიდრე არის ახლა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტია ნატოში გაწვრიანება და ყველა მექანიზმით მოხდება უფრო მეტი ნატოს შემოსვლა საქართველოში. საქართველო უკვე არის ნატოს ღირსეული პარტნიორი ქვეყანა.
"სწორედ ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი თავდაცვითი ძალების ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს. უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.