8-09-2019
თბილისში, თარხნიშვილის N9-ში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განaცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, მამაკაცის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.